![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh_YeUx1aZLpXF5rgEJ2_snlQwfGKHF66Cvn0hvHELC3Qk3W5-kS0zkqttoYVspEgUrqFt29Ge-SNQUkFxgI-xtaS7YVwZVY3bLwhvvMm7uuteP3wB5Ax-GKWMX1kQBpTmb6o479k2_LXVl/s320/hghjk.jpeg)
რომ სტილი და გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ გემოვნებაზე არ დაობენ. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
ძალიან საინტერესოა მოდის ისტორია, რომელიც XVII საუკუნიდან იწყება.
რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა - აღორძინების ეპოქის აკვანში. ახალი მოდა ყურადღებას აქცევდა ასევე ვარცხნილობას და თმის ფერს, მკერდის ზომას და ადამიანის სიმაღლეს. სილამაზის ძირითად პირობად იტალიელები რენესანსამდეც და რენესანსის შემდეგაც თვლიდნენ, მაგალითად ქერა თმებს. ეს მოთხოვნა სრულდებოდა სხვადასხვა საშუალებებით. სახის გრიმირება ხელოვნური იყო, რომელსაც ყველა ქალი ფლობდა. იმ ეპოქის ქალები ორი სახის კაბებს ატარებდნენ _ შიგნითა კაბა იყო გრძელი სახელოებით და მის ზემოდან რაღაც ხალათის მსგავსს ფართო სახელოებით, ე.წ. ღამურას. “პალტოში” ფრანგული სიტყვა “პალეტოტ”-ის ამოცნობა საკმაოდ იოლია, აზრიც - ზუსტად იგივე აქვს. თუმცა, სიტყვის სიძველის მიუხედავად, პალტო მოდაში, მხოლოდ XVII საუკუნის შუა წლებიდან შემოვიდა.
მანამდე, თბილი “გარე სამოსი” მხოლოდ სამკუთხედად აჭრილი უსახელო ლაბადა-მოსასხამი იყო, რომელიც წინ, ან მხარზე იკვრებოდა. XVIII საუკუნეში, გაჩნდა პირველი სახელოიანი, ჩახსნილი პალტოები, რომლებსაც ფოლაქები წინ ჰქონდა. ეს სამოსი ხშირად იყო გამდიდრებული ბეწვით, ბაფთებითა თუ ხელოვნური ან ბუნებრივი ყვავილებით. საინტერესოა, რომ XIX საუკუნემდე, პალტო მხოლოდ მამაკაცის სამოსად ითვლებოდა, 40-50- იანი წლებიდან, რუსმა ქალბატონებმა, ქმრების “მიბაძვა” დაიწყეს და მათ გარდერობში “პალტოკების” გარდა, სხვადასხვა სახის ქურქები, დუბლიონქები და ბეწვის უსახელო ჟილეტებიც გაჩნდა...მოდის ეს სიახლე ევროპამ მალე აიტაცა და ე. წ. “გარე სამოსი” რამდენიმე სახეობადაც სწორედ მაშინ დაიყო... პალტოს ერთ-ერთ პირველ მოდელს “ლალა-რუკი” დაარქვეს, მოსკოვის სალონებში მისი დამკვიდრება ნიკოლოზ I-ის მეუღლე, გერმანელ პრინცესა შარლოტასთან იყო დაკავშირებული.
მოგვიანებით, მას კონკურენცია გაუწია მოდელმა “პომპადურმა”, თუმცა, ჩვენამდე არც ერთ მათგანს მოუღწევია. XIX საუკუნის ბოლოს, აქტუალური იყო კოსტუმ-ჟაკეტების მსგავსი, მოკლე პალტოები...XX საუკუნისთვის კი. ქალის პალტოს სილუეტი უკვე ოვალური გახდა, კალთებმომრგვალებული, მომრგვალებული, განიერი მხრებითა და დამოკლებული სახელოებით. პალტოებს ხშირად კერავდნენ თექის, “პლუშის” ან სქელი ინგლისური შალისგან, აუცილებლად აბრეშუმის ან სატინის სარჩულით და დიდი ღილებით. 20-30-იან წლებში, წინა ათწლეულის პალტოდან თავისუფალი ფორმები შემორჩა, თუმცა, გაჩნდა ახალი ტენდენციები საყელოსთან დაკავშირებით – მოდაში შემოვიდა გადაკეცილი, ზოგჯერ დალიანდაგებული ან მაღალი, პლისირებული საყელოები, რომლებიც თვალებამდე აღწევდა. 40-იან წლებში, პალტოს მხრების სიგანემ მაქსიმუმს მიაღწია. მხრებიდან ქამრამდე, ჰორიზონტალურ ხაზზე, მიდიოდა ვერტიკალურად დაუთოებული და ქვემოთ გაშლილი ნაკეცები. პალტოს გაწყობას, ძირითადად, ნაკეცებისა და დრაფირების ხარჯზე აგებდნენ. ამ პერიოდში, სტანდარტულ მოდელს უკვე ამატებდნენ კაპიუშონს, შარფს და პატარა ქუდებს, რომლებიც არ ფარავდა კეფას.
50-იან წლებში, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც მოდაში კრისტიან დიორმა შემოიტანა, შეიცვალა პალტოს სილუეტიც: მათი სიგრძე გაუტოლდა კაბის სიგრძეს ან იყო უფრო მოკლე. 60-იან წლებში, მკვეთრად შემცირდა კაბის სიგრძე, შესაბამისად, დამოკლდა პალტოც.
შარფი – აი ერთ-ერთი შტრიხი ქალის გარეგნობაში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩვენი განწყობა და ხასიათი ყოველდღიურად განსხვავებულად გადმოსცეს. პირველად, ნაჭერი შარფის დანიშნულებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 260 წელს, ჩინელმა მეომრებმა გამოიყენეს. 1974 წელს აღმოჩენილ ჩინეთის იმპერატორის ცინ შიხუანდის სამარხში შვიდი ათას ხუთასი მეომრის ფიგურას მიაგნეს რომელთაგანაც თითოეულს, სიცივისა და ქარისგან დასაცავად, ყელზე შარფი ეკეთა.
თანამედროვე შარფის პირველი წინაპარი ძველ რომში გაჩნდა და ლათინურად focale ერქვა. რომაელი ლეგიონერები მას გალიასა და გერმანიაში ლაშქრობისას ცივი ბუნებრივი პირობებისგან დასაცავად იკეთებდნენ ხოლმე.
1650 წელს, ლუდოვიკო XIV-ს "ყელის სამკობელის" საკითხზე საზრუნავად სპეციალური კარისკაციც კი ჰყავდა დანიშნული.
XVII საუკუნის დასასრულს, პეტრე პირველის მიერ ჩამოყალიბებულ არმიაში ოფიცრების ფორმას რიგითი სალდათების მუნდირებისგან სწორედ ყელსახვევი განასხვავებდა.
საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, მოდაში იყო ნახევარი მეტრის გახამებული შარფების ტარება, რომლებსაც ფრანგები "წარმოუდგენელს" ეძახდნენ. იმ პერიოდის პარიზში სპეციალური ადგილებიც კი არსებობდა, სადაც მოდის მიმდევარნი ყელსაბამების შეკვრას სწავლობდნენ.
XIX საუკუნეში, მოდის სამშობლოში შარფის დანიშნულება საგრძნობლად შეიცვალა და მისი ტარება ცხვირის დამალვის მიზნით დაიწყეს. ეს იყო ე. წ. cache nez რომლის მეშვეობითაც დახვეწილი ფრანგები ობივატელური გემოვნების მიმართ პროტესტს გამოხატავს...
მინი ქვედაბოლო –ითვლება, რომ მინიქვედაბოლო ჩვენამდე 50–60იანი წლების ქუჩებიდან მოვიდა. თუმცა მისი კონკრეტული ისტორია ლონდონის ერთ–ერთ ბინაში, ოთახის დალაგებისას დაწყო... ახალგაზრდა დიასახლისი ლინდა კვაიზინი სახლს აწესრიგებდა... ფანჯრის გაწმენდისას გრძელმა ქვედაბოლომ ხელი შეუშალა და იძულებული გახდა სამოსი მაკრატლით დაემოკლებინა... ეს იყო და ეს... რა თქმა უნდა, რიგითი ინგლისელის ეს შემთხვევითი გამოგონება სახლის კედლებს არ გასცდებოდა, რომ არა მეგობარ მერი კუანტის სტუმრობა... მერი მაშინ დამწყები მოდელიორი იყო და პატარა მაღაზია ჰქონდა... ლინდას სხეულზე დანახულმა ულამაზესმა იდეამ და ქმნილებამ მას ახალი კოლექციის შექმნა შთააგონა და ძალიან მალე, 1962 წელს ინგლისში პირველი მინი ქვედაბოლოების ჩვენება მოეწყო.
1965 წელს მინი ქვედაბოლოების კოლექციის ჩვენება უკვე ნიუ–იორკში მოეწყო. შოუს მერე მოდელები ჩვენებაზე წარმოდგენილი კაბებითვე სასეირნოდ ბროდვეიზე გავიდნენ. როგორც ამბობენ, გოგონების გასვლისთანავე მოძრაობა შეჩერდა. გაოცებული ხალხი სიახლეს ინტერესით აკვირდებოდა. საღამოს საინფორმაციო გამოშვების ყველა არხზე მთავარ ამბად ამ მსვლელობას აშუქებდნენ. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, ოფიციალური სტატუსი მინი ქვედაბოლომ 1966 წელს მოიპოვა, როდესაც მისი ტარება ჟაკლინ კენედი–ონასისიმ დაიწყო.
საცურაო კოსტუმები– ჯერ კიდევ ძველი რომისა და საბერძნეთის მაცხოვრებლებს ეცვათ. ამ ფაქტს დღემდე შემორჩენილი მოზაიკები მოწმობს, რომლებზედაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანების ფიგურები თანამედროვე საცურაო კოსტუმის მსგავსი სამოსით არიან შემოსილნი...
საინტერესო სანახავები იყვნენ XIX საუკუნის "მობანავე ქალბატონები". ჩვენამდე მოსულია ცნობილი ლამაზმანის, ჰერცოგის ასული მარი-კაროლინ დე ბარის საბანაო კოსტუმის აღწერილობა. 1825 წლის 5 აგვისტოს, ჰერცოგის ასული, უამრავი ადამიანის თვალწინ, შევიდა ზღვაში. დიდი "შლაპა" ღაბაბზე ბაფთად ჰქონდა შეკრული. ტანზე დიდკანტებიანი შავი საცურაო კაბა, ფეხზე კი - ლაკის ფეხსაცმელი ეცვა... ამ ფაქტს უდიდესი სკანდალი მოჰყვა! გაიცა ბრძანება, რომ ლამაზმანი საზღვაო ქვეით ჯარს უნდა დაეცვა... ასე, ყოველი ბანაობისას, მის "სიამოვნებას" ცნობისმოყვარეთა თვალისგან, გვარდიელების მთელი კედელი იცავდა ხოლმე...
მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ბანაობისას, ეცვათ წელზე ქამრით მოჭერილი "ტუნიკები" და მუხლსქვემოთ სიგრძის "პანტალონები". ყველაზე თამამი ქალბატონები, ბანაობას ფეხსაცმლის გარეშეც ბედავდნენ... ამ პერიოდში, სანაპიროს პოლიციას დავალებული ჰქონდა გაეზომა მობანავეთა საცურაო კოსტუმები და არაშესაფერისი ზომის აღმოჩენის შემთხვევაში ქალბატონებისთვის ჯარიმა გამოეწერა. 1964 წელს, ამერიკელმა დიზაინერმა რუდი გერნრაიჰმა შექმნა პირველი ბიკინი ზედის გარეშე - "topless bikini". ის შედგებოდა მხოლოდ ქვედა საცვლისგან, რომელიც თეძოს ქვედა ნაწილზე იწყებოდა, მიდიოდა წელამდე და შემდეგ ორი ზორტით იყო დაგრძელებული... ამ გამოგონებისთვის, გერნრაიჰი, როგორც საზოგადოების სიმშვიდის აღმაშფოთებელი სამი თვით დააპატიმრეს.
No comments:
Post a Comment